ირაკლი კობახიძე - წელიწადისა და რამდენიმე თვის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გავაძევეთ, ვიდრე გასული ათი წლის განმავლობაში, ეს არის შედეგი, რაც მოიტანა ინსტიტუციურმა ცვლილებებმა
ირაკლი კობახიძე - წელიწადისა და რამდენიმე თვის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გავაძევეთ, ვიდრე გასული ათი წლის განმავლობაში, ეს არის შედეგი, რაც მოიტანა ინსტიტუციურმა ცვლილებებმა

დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტია საქართველოში.  ჩვენი მიზანია, არცერთი არალეგალი მიგრანტი აღარ დარჩეს ქვეყანაში. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის ინსტიტუციური კუთხით გაძლიერდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფი.

„გასული პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით წელიწადისა და რამდენიმე თვის განმავლობაში, იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გავაძევეთ ქვეყნიდან, ვიდრე მთელი გასული ათი წლის განმავლობაში. ეს არის პრაქტიკული შედეგი, რაც მოიტანა ინსტიტუციურმა ცვლილებებმა და პოლიტიკის მიდგომის ცვლილებამ, რომელიც განხორციელდა შსს-ში. ამ მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა. უხეში დათვლებით, დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით 20 ათასი არალეგალი მიგრანტია საქართველოში. ჩვენი მიზანია, რომ არცერთი არალეგალი მიგრანტი აღარ დარჩეს ქვეყანაში. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება“, – განაცხადა კობახიძემ.