ირაკლი კობახიძე - ვუსამძიმრებ საგარეჯოში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს, ქედს ვიხრი გმირულად დაღუპული პოლიციელის წინაშე
ირაკლი კობახიძე - ვუსამძიმრებ საგარეჯოში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს, ქედს ვიხრი გმირულად დაღუპული პოლიციელის წინაშე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

როგორც კობახიძე „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, ქედს იხრის გმირულად დაღუპული პოლიციელის წინაშე.

„ვუსამძიმრებ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს. ქედს ვიხრი გმირულად დაღუპული პოლიციელის, ოთარ ღვინაშვილის წინაშე“, – წერს ირაკლი კობახიძე.

საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა.

ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.