ირაკლი კობახიძე - ვულოცავ საკალათბურთო ნაკრებს ევრობასკეტის მერვედფინალში გასვლას, მნიშვნელოვანია, ქართველი გულშემატკივარი რიგაში სათანადოდ იყოს წარმოდგენილი
ვულოცავ საკალათბურთო ნაკრებს ევრობასკეტის მერვედფინალში გასვლას. მნიშვნელოვანია, ქართველი გულშემატკივარი სათანადოდ იყოს წარმოდგენილი რიგაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ევრობასკეტის მერვედფინალში გასვლა მიულოცა და წარმატება უსურვა.
„მინდა, მივულოცო ჩვენს ნაკრებს მერვედფინალში გასვლა. ეს ძალიან დიდი წარმატებაა, ევროპის 16 გუნდს შორის მოხვდა ჩვენი საკალათბურთო ნაკრები და თითოეულ კალათბურთელს, მინდა, მადლობა გადავუხადო თავდადებისთვის. არცერთ თამაშზე მათ თავი არ დაუზოგავთ და მინდა, მერვედფინალში წარმატება ვუსურვო. მნიშვნელოვანია, ქართველი გულშემატკივარი იყოს სათანადოდ წარმოდგენილი რიგაში, თამაშებზე და ამისათვის მთავრობამ უზრუნველყო ჩარტერების სუბსიდირება. 195 ევრო იქნება ერთი რეისის ფასი და გულშემატკივრებს შეეძლებათ რიგაში თამაშზე დასწრება სუბსიდირებული ბილეთების გამოყენებით“, – განაცხადა კობახიძემ.