ირაკლი კობახიძე – ვულოცავ პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას, დარწმუნებული ვართ, ეს არჩევნები ხელს შეუწყობს ყაზახეთის განვითარებას

19:48, 25.08.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაური ულოცავს პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს და ყაზახეთის ხალხს.

„ვულოცავ პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას. დარწმუნებული ვართ, რომ ეს არჩევნები ხელს შეუწყობს ყაზახეთის შემდგომ განვითარებას, სტაბილურობასა და წინსვლას და ყაზახი ხალხის კეთილდღეობას“, – წერს კობახიძე.

მსგავსი