ირაკლი კობახიძე - ვულოცავ გეკა გელაძეს სუს-ის უფროსის თანამდებობის დაკავებას, მისი მინისტრობის დროს უამრავი ცვლილება განხორციელდა შსს-ში, პრინციპულად შეიცვალა მიდგომები და პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ვულოცავ გეკა გელაძეს სუს-ის უფროსის თანამდებობის დაკავებას, მისი მინისტრობის დროს უამრავი ცვლილება განხორციელდა შსს-ში, პრინციპულად შეიცვალა მიდგომები და პოლიტიკა

მინდა, გეკა გელაძეს მივულოცო სუს-ის უფროსის თანამდებობის დაკავება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსად გეკა გელაძის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გეკა გელაძე იყო ძალიან წარმატებული შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მინისტრობისას უამრავი ცვლილება განხორციელდა, პრინციპულად შეიცვალა მიდგომები და პოლიტიკა.

„მინდა, ოფიციალურად წარმოგიდგინოთ სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, გეკა გელაძე. მინდა, ხაზი გავუსვა უამრავ ცვლილებას, რომლებიც განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. წლების განმავლობაში ბევრი პრობლემა დაგროვდა. თქვენ იცით, რამდენად დიდი იყო ბატონი გეკას წარმატებები სხვადასხვა პრინციპული მიმართულებით. ხშირად ვსაუბრობთ რთულ მიმართულებებზე, მაგალითად, როგორებიცაა ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტიკული დანაშაული, ასევე მიგრაციის კუთხით ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა. პრინციპულად შეიცვალა მიდგომები, პოლიტიკა და ამის შედეგებს ხედავს საზოგადოება. მინდა, მივულოცო სუს-ის უფროსის თანამდებობის დაკავება. ის ახალი არ არის ამ სამსახურში, შესაბამისად, ძალიან კარგად იცის, როგორ მუშაობს ეს სისტემა“, – აღნიშნა პრემიერმა.