ირაკლი კობახიძე – ვულოცავ ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას, ვიმედოვნებ, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება

22:26, 06.05.2025

გულწრფელად ვულოცავ ბატონ ფრიდრიხ მერცს გერმანიის კანცლერად არჩევას, ვუსურვებ მას წარმატებას წამყვანი ევროპული სახელმწიფოს ხელმძღვანელობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შეიქმნება.

„გამოვთქვამ იმედს, რომ კანცლერ მერცის ხელმძღვანელობის პერიოდში საქართველო-გერმანიის პარტნიორობა განმტკიცდება და შეიქმნება თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“, – აღნიშნავს პრემიერი.

მსგავსი