ირაკლი კობახიძე – ვხედავთ ქართველი ხალხის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას, აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობთ, რომ ევროკომისიის მორიგ ანგარიშში რაიმე გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ

16:25, 17.10.2026

ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკომისიის მორიგი ანგარიში ალბათ წინას მსგავსი იქნება, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე არსებით ცვლილებას ევროკომისიის მიდგომებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი რაიმე გაუმჯობესებას ამ მხრივ არ ელოდება.

„ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე არსებით ცვლილებას ევროკომისიის მიდგომებში, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ვხედავთ, რომ არის ორმაგი სტანდარტი, უსამართლო დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, რაც ჯერჯერობით არ შეცვლილა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რაიმე გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ, რაც სამწუხარო რეალობაა“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას.

„გვაქვს ძალიან მკაფიო და მარტივი შეთავაზება – დავიწყოთ დიალოგი. ეს დიალოგი, ჩვენი წარმოდგენით, უნდა იყოს წარმართული პოლიტიკურ დონზე, რადგან საბოლოო ჯამში პოლიტიკოსები იღებენ გადაწყვეტილებებს როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ დონეზე დაიწყოს ეს დიალოგი. მეორე, რაც ჩვენთვის პრინციპული და მნიშვნელოვანია, დიალოგი და დისკუსია უნდა იყოს ღია, საჯარო, მათ შორის ქართველი საზოგადოებისთვის. ეს არის აბსოლუტურად იდეალური შეთავაზება. დიალოგის გარეშე ვერცერთი საკითხი ვერ გადაწყდება. ურთიერთობების გაჯანსაღების სურვილი თუ არსებობს, ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლები იოლად უნდა დაეთანხმონ ჩვენს შეთავაზებას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი