ირაკლი კობახიძე - ვის დროს იყო ჩამოშლილი სამართალდამცავი სისტემა და ვის დროს არ არის, ამაზე საზოგადოებამ სტატისტიკის მიხედვით იმსჯელოს
ირაკლი კობახიძე - ვის დროს იყო ჩამოშლილი სამართალდამცავი სისტემა და ვის დროს არ არის, ამაზე საზოგადოებამ სტატისტიკის მიხედვით იმსჯელოს

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვისი მმართველობის დროს იყო ჩამოშლილი სამართალდამცავი სისტემა და ვის დროს არ არის, ამაზე საზოგადოებამ სტატისტიკის მიხედვით უნდა იმსჯელოს.

როგორც კობახიძე აცხადებს, ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს, ათასზე მეტი ყაჩაღობა ფიქსირდებოდა,ა ხლა კი, ეს მაჩვენებელი 200-მდეა ჩამოსული.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა, რომ პირველ დღეს, ოპერაციის პირველი ეტაპი წარმატებით ჩატარებულიყო და 43 მძევალი სრულიად უვნებლად გათავისუფლდა. ეს იყო პირველი ამოცანა. მეორე ამოცანა იყო დანაშაულის გახსნა. იცით, რომ დანაშაული მყისიერად გაიხსნა და მეორე დღეს ცნობილი იყო იმის თაობაზე, თუ ვინ იყო დამნაშავე. დარწმუნებული ვარ, მესამე ფაზაც ასეთივე წარმატებით დასრულდება. ყველა ზომაა მიღებული, რომ ეს პირი დააკავონ და მან არავითარი საფრთხე არ შეუქმნას გარშემომყოფებს. ამ ამოცანით მოქმედებენ სამართალდამცავები. ჩამოშლილი როდის იყო სამართალდამცავი სისტემა, ამაზე ძალიან მარტივად, სტატისტიკა მეტყველებს. ათასზე მეტი ყაჩაღობა ფიქსირდებოდა კრიმინალი ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს. ეს მაჩვენებელი 200-მდე არის ჩამოსული. ხუთჯერ არის შემცირებული. 2006-2007 წლებში გახსოვთ, ვანო მერაბიშვილს, კრიმინალს და მის შსს-ს როგორი პიარი ჰქონდა, არც ერთი წელი არ იყო, როცა განზრახ მკვლელობის რაოდენობა 200-ს არ აღემატებოდა. 100-ზე მეტი არც ერთი წლის მანძილზე არ დაფიქსირებულა, ორჯერ-ხუთჯერ არის შემცირებული მძიმე დანაშაულების რაოდენობა. ვის დროს იყო ჩამოშლილი სამართალდამცავი სისტემა და ვის დროს არ არის, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს სტატისტიკის მიხედვით“, – განაცხადა კობახიძემ.