ირაკლი კობახიძე - ვინმეს თუ რაიმე კანონდარღვევის ფაქტი აქვს, არსებობს შესაბამისი უწყებები და მათ უნდა მიმართოს, მუდმივად გვესმის ბრალდებები, თუმცა არასდროს მტკიცდება ხოლმე
ირაკლი კობახიძე - ვინმეს თუ რაიმე კანონდარღვევის ფაქტი აქვს, არსებობს შესაბამისი უწყებები და მათ უნდა მიმართოს, მუდმივად გვესმის ბრალდებები, თუმცა არასდროს მტკიცდება ხოლმე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, ნიკა საკანდელიძეზე ზეწოლა მიმდინარეობდა, რომ განცხადება დაეწერა და მაჟორიტარული ოლქიდან კანდიდატურა მოეხსნა.

კობახიძის განცხადებით, თუ ვინმეს აქვს რაიმე კანონდარღვევის ფაქტი, შესაბამის უწყებებს უნდა მიმართოს.

„ასეთი ბრალდებები მუდმივად ისმის, ყოველი არჩევნების წინ. თუ ვინმეს აქვს რაიმე ფაქტი და სადმე არის კანონდარღვევა, არსებობს შესაბამისი უწყებები და ყველა ასეთმა პირმა უნდა მიმართოს შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს და იქ გაირკვევა ყველაფერი. მე რამე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. მუდმივად გვესმის ჩვენ ასეთი ბრალდებები, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ბრალდებები არასდროს მტკიცდება ხოლმე, ეს არის მარტივი რეალობა“, – განაცხადა კობახიძე.

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა საკანდელიძემ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შედეგად საკუთარი კანდიდატურა მოხსნასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა.

დატოვე კომენტარი