ირაკლი კობახიძე - ვინც ცდილობენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას, ახალგაზრდების იდეოლოგიურად მოწამვლას, იგივე ადამიანები ავრცელებენ ნარკოტიკებს, ეს არის ე.წ. ლიბერალური ხაზი
ვიღაცებს სურდათ, საქართველოში წაეხალისებინათ ნარკოტიკის მოხმარება, ესეც იმავე ხელით არის დალაგებული. ვინც ჩვენ გვედავებიან დემოკრატიულ უკუსვლას, ვინც ცდილობენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას, იდეოლოგიურად ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის ახალგაზრდების მოწამვლას, ზუსტად იგივე ადამიანები ავრცელებენ ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავარი არის, რომ სახელმწიფო ჰქონდეს მკაფიო პოლიტიკა ამ ყველაფერთან დაკავშირებით.
„აღრიცხვაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეფექტურად ებრძოლო ნარკომანიას. ეს არის პრობლემური საკითხი. ამასთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციაც არ აქვს მკაფიოდ სახელმწიფოს. ყველა ამ მიმართულებით გვექნება შედეგები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვიღაცებს სურდათ, საქართველოში წაეხალისებინათ ნარკოტიკის მოხმარება, ესეც არის ლიბერალური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ხაზი, ესეც იმავე ხელით არის დალაგებული. ვინც ჩვენ გვედავებიან დემოკრატიულ უკუსვლას, ვინც ცდილობენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას, ვინც ცდილობენ იდეოლოგიურად ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის ახალგაზრდების მოწამვლას, ზუსტად იგივე ადამიანები ავრცელებენ ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკებს. ეს არის ე.წ. ლიბერალური ხაზი. აქაც ვერ ვიქნებით ჩვენ ვერც ტოლერანტები და ვერც გულხელდაკრეფილები, აქაც დაგვჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“, – განაცახადა ირაკლი კობახიძემ.