ირაკლი კობახიძე - ვიმედოვნებ, პარლამენტში ამერიკული „ფარას“ კანონი დაიხვეწება და შესაბამისობაში მოვა ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, ვინაიდან ეს არის საკმაოდ უხეში კანონი
ჩემი დამოკიდებულება იცით ამერიკული „ფარას“ კანონის მიმართ, ეს არის საკმაოდ უხეში კანონი. მე მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ პარლამენტში დაიხვეწება ამერიკული „ფარას“ კანონი და მოვა შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პირველად ვარიანტად „ფარას“ ზუსტი ანალოგის ინიცირება იყო, რა თქმა უნდა, სწორი, თუმცა ეს კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას.
„ეს იქნება სწორი მიდგომა. პირველად ვარიანტად „ფარას“ ინიცირება იყო, რა თქმა უნდა, სწორი, თუმცა ეს კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ბუნებრივია, ეს არის პარლამენტის საქმე“, – აღნიშნა პრემიერმა.