ირაკლი კობახიძე - ვიდრე ჩვენი ოპონენტები რადიკალურ ნაბიჯებს გეგმავენ და ახორციელებენ, ჩვენ ხალხს ვესაუბრებით
ირაკლი კობახიძე - ვიდრე ჩვენი ოპონენტები რადიკალურ ნაბიჯებს გეგმავენ და ახორციელებენ, ჩვენ ხალხს ვესაუბრებით

ვიდრე რადიკალურ ნაბიჯებს გეგმავენ და ახორციელებენ ჩვენი ოპონენტები, ჩვენ ხალხს ვესაუბრებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საზოგადოებას უნდა ამ ქვეყანაში სტაბილურობა და განვითარება.

„ჩვენ დამატებით ქულებს ვიწერთ არჩევნებისთვის და ესენი კარგავენ რესურსს არჩევნებისთვის, ამიტომ მათ მოვუწოდებ, ისინიც დაკავდნენ ამით, ესაუბრონ ხალხს და ნუ ესაუბრებიან ერთმანეთს, ასეთ შემთხვევაში მათ აქვთ მეტი შანსი, რომ ცოტა მეტი შედეგი აჩვენონ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე. ლევან ვასაძე იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილი, ისინი აცდენილი არიან იმ დღის წესრიგს, რომელიც აქვს საზოგადოებას. საზოგადოებას უნდა ამ ქვეყანაში სტაბილურობა, განვითარება და სწორედ ამიტომ ვესაუბრებით ჩვენ მოსახლეობას, რომ გავიგოთ რა არის საჭირო“, – განაცხადა კობახიძემ.

დატოვე კომენტარი