ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, ნარკოპოლიტიკის საკითხზე შეთანხმება უახლოეს პერიოდში მიიღწევა
ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, ნარკოპოლიტიკის საკითხზე შეთანხმება უახლოეს პერიოდში მიიღწევა

ჩვენი ამოცანაა ჩამოვაყალიბოთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის წარმოებას და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ნარკომოხმარების შემცირებას საქართველოში,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ის ფიქრობს, რომ ნარკოპოლიტიკის საკითხზე შეთანხმება უახლოეს პერიოდში მიიღწევა.

„ნარკოპოლიტიკის თემაზე პარლამენტი უკვე დიდი ხანია მუშაობს. ჩვენ გავიხანგრძლივეთ ერთი თვით დოკუმენტზე მუშაობის ვადა ეს ვადა იწურება დაახლოებით თვის ბოლოსთვის, მომავალი თვის დასაწყისში. შესაბამისად, დრო ბევრი არ არის.

ვფიქრობ, რომ ამ დროის განმავლობაში მოვახერხებთ შეთანხმების მიღწევას დოკუმენტთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანაა ჩამოვაყალიბოთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის წარმოებას და რომელიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ნარკომოხმარების შემცირებას საქართველოში. ეს არის ამოცანა და ამ ამოცანიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. ვფიქრობთ, რომ შეთანხმება იქნება მიღწეული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.