ირაკლი კობახიძე – ვაფასებ საქართველოს მიმართ შარლ მიშელის მხარდაჭერას, რადგან ჩვენ წინ მივდივართ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, საქართველო იმსახურებს ღირსეულ ადგილს ევროკავშირის ოჯახში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
კობახიძე აღნიშნავს, რომ ძალიან სასარგებლო საუბარი ჰქონდა შარლ მიშელთან მჭიდრო და ნაყოფიერი პარტნიორობის შესახებ.
„ვაფასებ შარლ მიშელის საქართველოს მიმართ მხარდაჭერას, რადგან ჩვენ წინ მივდივართ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ვემზადებით შემდეგი ეტაპისთვის – საქართველოს ევროკავშირის სრული წევრობისთვის. საქართველო იმსახურებს ღირსეულ ადგილს ევროკავშირის ოჯახში“, – წერს ირაკლი კობახიძე.
Useful talks w/@eucopresident on close and fruitful partnership w/🇪🇺 institutions. Appreciate @CharlesMichel‘s support to 🇬🇪 as we progress on our 🇪🇺 accession path and prepare for the next important milestone – full membership of the 🇪🇺! 🇬🇪 deserves dignified place in 🇪🇺 family! pic.twitter.com/YkCR1cCqNb
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) February 20, 2024