ირაკლი კობახიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილს შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს
ირაკლი კობახიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილს შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილს შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ მოწვევის პარლამენტმა 28-დან 14 მოსამართლე აირჩია.

„როგორც ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, გავითვალისწინებდით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს იმის თაობაზე, რომ ერთი მოწვევის პარლამენტი არ დააკომპლექტებდა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს. მოგეხსენებათ, ამ მოწვევის პარლამენტმა 28-დან 14 მოსამართლე აირჩია. შესაბამისად, შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს სხვა მოსამართლეებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დეტალურად გაეცნო ეუთო-ს დასკვნას, რომელშიც უხეში ტექნიკური, ფაქტობრივი და შინაარსობრივი ხარვეზებია.

„ჩვენ კომუნიკაცია გვექნება საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა პრევენციული ეფექტი ჰქონდეს ამ თანამშრომლობას. არ შეიძლება, ასეთი ხარვეზებით იყოს დატვირთული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული დასკვნა. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.