ირაკლი კობახიძე – უზბეკეთის პრეზიდენტთან გვქონდა შინაარსობრივი და ნაყოფიერი განხილვა საქართველო-უზბეკეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შესახებ
უზბეკეთის პრეზიდენტთან გვქონდა შინაარსობრივი და ნაყოფიერი განხილვა საქართველო-უზბეკეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა მზადყოფნა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების და პარტნიორობის განმტკიცებისათვის.
„მქონდა პატივი, შევხვედროდი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს. გვქონდა შინაარსობრივი და ნაყოფიერი განხილვა საქართველო-უზბეკეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების შესახებ, ხაზგასმით აღვნიშნეთ ჩვენი ურთიერთობების განსაკუთრებული ბუნება, რომელიც დაფუძნებულია მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზე. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა თანამშრომლობის გაღრმავებისკენ და ჩვენი პარტნიორობის განმტკიცებისათვის ახალი შესაძლებლობების გამოვლენისკენ როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ სფეროებში“, – აღნიშნავს პრემიერი.
I had the privilege of meeting with H.E. Shavkat Mirziyoyev, President of the Republic of Uzbekistan. We engaged in a meaningful and productive discussion on bilateral and multilateral relations between 🇬🇪 and 🇺🇿, underscoring the special nature of our ties, which are founded on… pic.twitter.com/gPxl9HDOOP
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) March 5, 2025