ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა-კონცერტს დაესწრო [ვიდეო]

21:39, 23.10.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალაკონცერტს დაესწრო.

სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან, აგნეს ფორშტჰოფერთან ერთად, სახელმწიფო ოპერაში უმასპინძლა.

საქართველოს მთავრობის მეთაური გალაკონცერტს დელეგაციასთან ერთად დაესწრო, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

მსგავსი