საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის პრეზიდენტს, ტამაშ შუიოკს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური კავშირების მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.
აღინიშნა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის მნიშვნელობა სექტორული კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა უნგრეთის პრეზიდენტს ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.