საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ლასლო კოვერს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საპარლამენტო დონეზე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას.

ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოსა და უნგრეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის გაფორმებული ჩარჩო-ხელშეკრულების მნიშვნელობა, რომელიც მიზნად ისახავს ორმხრივი ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო გაცვლების ხელშეწყობას.

.