ირაკლი კობახიძე – უმნიშვნელოვანესია, ერებს ჰქონდეთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი, საქართველო ერთგულია ძლიერი პარტნიორობის იდეის, ამასთან, იცავს საკუთარ უნიკალურ მემკვიდრეობას
მოხარული ვარ, რომ მქონდა პატივი, მიმემართა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მონაწილეებისთვის ბუდაპეშტში, სადაც საქართველოს სახელით გამოვედი. ვისაუბრე იმ ქვეყნის სახელით, რომელიც მტკიცედ დგას აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ გლობალური გამოწვევების ფონზე უმნიშვნელოვანესია, ერებს ჰქონდეთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და შეინარჩუნონ თავიანთი ფასეულობები.
„საქართველო ერთგულია ძლიერი საერთაშორისო პარტნიორობის მშენებლობის იდეისადმი და ამასთან ერთად, იცავს საკუთარ უნიკალურ მემკვიდრეობას. ჩვენ განვაგრძობთ სუვერენიტეტის, მშვიდობისა და დემოკრატიის პრინციპების მხარდაჭერას ამ ცვლებად სამყაროში“, – წერს ირაკლი კობახიძე.
Honored to address #CPAC2025 in Budapest 🇭🇺, where I spoke on behalf of Georgia – a nation that stands firm at the crossroads of East & West. As we face global challenges, it’s crucial that nations retain the right to determine their own path and preserve their values. Georgia… pic.twitter.com/16iTYAjIeb
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) May 29, 2025