ირაკლი კობახიძე უკრაინულ ჟურნალისტურ გამოძიებასა და Ipsos-ის კვლევებზე - როგორც ჩანს, ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედებს მიხეილ სააკაშვილი და ერთი ფანჯრის პრინციპით მართავს ასეთ პროცესებს
ირაკლი კობახიძე უკრაინულ ჟურნალისტურ გამოძიებასა და Ipsos-ის კვლევებზე - როგორც ჩანს, ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედებს მიხეილ სააკაშვილი და ერთი ფანჯრის პრინციპით მართავს ასეთ პროცესებს

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა კავშირი იყო „ნაცმოძრაობასა“ და გაბუნიას საქმეს შორის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ ფილმზე კომენტირებისას აღნიშნა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ჟურნალისტ, გიორგი გაბუნიას მკვლელობის დაკვეთას შეეხებოდა.

„ზოგადად უკრაინიდან ბევრი საეჭვო რამ ხდება. გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა კავშირი იყო „ნაცმოძრაობასა“ და გაბუნიას საქმეს შორის. მაგრამ ზოგადად, მკვლელობები, ძალადობები და გაყალბებები ეს რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა, ყველამ იცის და საეჭვოდ უკავშირდება ხოლმე ასეთი რაღაცები უკრაინას. როგორც ჩანს, ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედებს მიხეილ სააკაშვილი და ერთი ფანჯრის პრინციპით მართავს ასეთ პროცესებს. დეტალებს რაც შეეხება, ამას გამოძიება დაადგენს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.