ირაკლი კობახიძე - უკრაინის ხელისუფლების პოზიცია საქართველოსთან მიმართებით ცხადია, ამისთვის მადლობა ეკუთვნით, რადგან არიან ძალები, რომლებსაც იგივე სურთ საქართველოსგან, მაგრამ ამაზე ღიად არ საუბრობენ
ირაკლი კობახიძე - უკრაინის ხელისუფლების პოზიცია საქართველოსთან მიმართებით ცხადია, ამისთვის მადლობა ეკუთვნით, რადგან არიან ძალები, რომლებსაც იგივე სურთ საქართველოსგან, მაგრამ ამაზე ღიად არ საუბრობენ

უკრაინის ხელისუფლების პოზიცია საქართველოსთან მიმართებით ცხადია, თვითონ ღიად საუბრობდნენ თავის დროზე, რა სურთ საქართველოსგან და ამისთვის მადლობა ეკუთვნის უკრაინის ხელისუფლებას, რადგან არიან ძალები, რომლებსაც იგივე სურთ საქართველოსგან, მაგრამ ამაზე ღიად არ საუბრობენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„მადლობა უკრაინის ხელისუფლებას, რომელიც გულახდილია. პირდაპირ საუბრობდა უკრაინის ხელისუფლება იმასთან დაკავშირებით, რა უნდათ საქართველოსგან. მაგალითად, უშიშროების საბჭოს მდივანი დანილოვი, ასევე ზელენსკის მთავარი მრჩეველი პოდოლიაკი პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისკენ. რა თქმა უნდა, ყველა მათი ნაბიჯი უკავშირდება ამ ინტერესს, არ მალავენ. გახსოვთ, ელჩის გაწვევა საქართველოდან. ბელარუსიდან არ ჰყავდათ ელჩი გაწვეული, მაშინ როდესაც მთავარი შეტევა განხორციელდა ბელარუსიდან კიევზე. ელჩი გაიწვიეს საქართველოდან და არ გაუწვევიათ ბელარუსიდან, ვინმეს დღემდე მოუსმენია ამის რაიმე დასაბუთება? მაშინ იყო მძიმე ემოციური ფონი და გათვლა იყო იმაზე, რომ ამ ფონზე ზელენსკის ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში გამოიწვევდა მღელვარებას, არეულობას, ხელისუფლების შეცვლას. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ისინი პირდაპირ გახსნიდნენ მეორე ფრონტს“, – განაცხადა კობახიძემ.