ირაკლი კობახიძე - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე ვისაუბრებთ საპატრიარქოსთან, ასევე უკრაინელ მეგობრებთან 
ირაკლი კობახიძე - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე ვისაუბრებთ საპატრიარქოსთან, ასევე უკრაინელ მეგობრებთან 

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე ვისაუბრებთ, როგორც საპატრიარქოსთან, ასევე უკრაინელ მეგობრებთან, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კითხვას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით მისი პოზიციის შესახებ.

მისი თქმით, სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში განაცხადებს საქართველო თავის გზავნილს აღნიშნულ საკითხზე.

„ჩვენ ვისაუბრებთ როგორც საპატრიარქოსთან, ასევე ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან და ეს იქნება ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ჩვენს გზავნილებს განვაცხადებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული კომენტარი თბილისში, რუსთაველის გამზირზე გააკეთა, სადაც საშობაო ალილოს მონაწილეებს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას შობის დღესასწაული მიულოცა და მსვლელობის მონაწილეებს ნობათი გადასცა.

 

დატოვე კომენტარი