ირაკლი კობახიძე – თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა და განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი პრიორიტეტები

13:52, 17.07.2026

ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა და განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი პრიორიტეტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საუბარი ასევე შეეხო რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს.

„ჩემთვის დიდი პატივია თურქმენეთის პრეზიდენტის, სერდარ ბერდიმუჰამედოვის მასპინძლობა საქართველოში მისი პირველი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა და განვიხილეთ  ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი პრიორიტეტები. ვისაუბრეთ ასევე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი