ირაკლი კობახიძე თურქეთში ტრაგედიის გამო პრეზიდენტ ერდოღანს და თურქ ხალხს უსამძიმრებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთში, სამთო-სათხილამურო კურორტზე მომხდარი ტრაგედიის გამო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქ ხალხს უსამძიმრებს.
საქართველოს მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.
„ძალიან დამწუხრებული ვარ თურქეთში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტის სასტუმროში გამანადგურებელი ხანძრის გამო. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანს. თანავუგრძნობთ მსხვერპლთა ოჯახებს და სოლიდარულნი ვართ თურქი ხალხისადმი“, – წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.
თურქეთში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტზე, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამთო-სათხილამურო კურორტზე ხანძარს ემსხვერპლა 66 ადამიანი, დაშავდა 51. კარტალკაიას სათხილამურო კურორტი სტამბოლიდან 270 კილომეტრში მდებარეობს.
Deeply saddened by the devastating fire at the Kartalkaya ski resort hotel in Türkiye. I extend my full support to President @RTErdogan. Our heartfelt condolences go to the victims’ families, and we stand in solidarity with the people of 🇹🇷.
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) January 21, 2025