ირაკლი კობახიძე თურქეთში ახლად დანიშნულ ელჩს, არჩილ კალანდიას შეხვდა

14:12, 28.03.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, არჩილ კალანდიას შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.

მთავრობის მეთაურმა დიპლომატს მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მსგავსი