ირაკლი კობახიძე – თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს დავუდასტურე საქართველოს მზადყოფნა, კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ

11:57, 21.10.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის მინისტრთან, ქემალ მემიშოღლუსთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

„კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან, ქემალ მემიშოღლუსთან. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თურქეთის მხრიდან საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის მას მადლობა გადავუხადე და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მზადყოფნა, კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

მსგავსი