ირაკლი კობახიძე – ტურიზმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული საყრდენია, ვაფასებთ გაერო-სთან მჭიდრო პარტნიორობას გლობალურად კონკურენტუნარიანი ტურიზმის სექტორის ჩამოყალიბებაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნოვაისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო აფასებს გაერო-სთან მჭიდრო პარტნიორობას მდგრადი და გლობალურად კონკურენტუნარიანი ტურიზმის სექტორის ჩამოყალიბებაში.
„2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში შევხვდი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნოვაისს. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული საყრდენია და ჩვენ ვაფასებთ გაერო-სთან ჩვენს მჭიდრო პარტნიორობას მდგრადი და გლობალურად კონკურენტუნარიანი ტურიზმის სექტორის ჩამოყალიბებაში“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
On the sidelines of #WGS2026, met with H.E. Shaikha Nasser Al Nowais, Secretary-General of @UNWTO. Tourism is a strategic pillar of 🇬🇪’s economic development, and we highly value our close partnership with the 🇺🇳 in shaping a sustainable, resilient, and globally competitive… pic.twitter.com/fDdHjwJX04
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) February 4, 2026