ირაკლი კობახიძე - რაც დღეს „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ტელევიზიამ გააკეთეს, იყო იმ ყველაფრის კულმინაცია, რასაც ავანტურისტების ეს „შპანა“ წლების განმავლობაში აკეთებდა
ირაკლი კობახიძე - რაც დღეს „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ტელევიზიამ გააკეთეს, იყო იმ ყველაფრის კულმინაცია, რასაც ავანტურისტების ეს „შპანა“ წლების განმავლობაში აკეთებდა

თუ უფრო თამამად დავუპირისპირდებით ქაჯობასა და მტრობას, ჩვენი ქვეყანა უფრო სწრაფად წავა წინ სიმშვიდისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროპისა და ნატო-სკენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი.

„იმაში, რაც დღეს „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ტელევიზიამ გააკეთეს, სინამდვილეში, ახალი არაფერია. ეს იყო უბრალოდ კულმინაცია, კულმინაცია იმ ყველაფრის, რასაც ავანტურისტების ეს „შპანა“ მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდა. ამ ყველაფერს ორი სახელი შეიძლება დავარქვათ – ა) ქაჯობა, ბ) საკუთარი ქვეყნის მტრობა. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრისთვის პასუხის გაცემა მთელი ეს წლები რაღაცნაირად გვეთაკილებოდა. თუ უფრო თამამად დავუპირისპირდებით ქაჯობას და მტრობას, ჩვენი ქვეყანა უფრო სწრაფად წავა წინ – სიმშვიდისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროპისკენ და ნატოსკენ!“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.