ირაკლი კობახიძე - თუ შეიძლება დავით გარეჯთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნას, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გადავჭრით ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად
ირაკლი კობახიძე - თუ შეიძლება დავით გარეჯთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნას, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გადავჭრით ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად

დარწმუნებული ვარ, თუ რაიმე პრობლემა შეიძლება იყოს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, ამ პრობლემას აუცილებლად გადავჭრით ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„პირველ რიგში ინფორმაციის დაზუსტება დამჭირდება. დარწმუნებული ვარ, რეალურად თუ რაიმე პრობლემა შეიძლება იყოს, ამ პრობლემას აუცილებლად გადავჭრით ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად“, – განაცხადა კობახიძემ.

დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მოიგონეს ლეგენდა, თითქოს უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზის ჩაკეტვა 20 აპრილს სალომე ზურაბიშვილის სამონასტრო კომპლექსში ჩასვლას უკავშირდება. მისივე თქმით, ამ დრომდე არ აქვთ უფლება, გადავიდნენ უდაბნოს მონასტერში.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადი შეზღუდეს და საკითხის გადაწყვეტას დრო სჭირდება.