ირაკლი კობახიძე - თუ დავინახავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას პოლარიზაციის ხარისხის შემცირების სურვილი აქვს, საარჩევნო ბარიერის დაწევაზე ჩვენი ინტერესი გაიზრდება
ირაკლი კობახიძე - თუ დავინახავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას პოლარიზაციის ხარისხის შემცირების სურვილი აქვს, საარჩევნო ბარიერის დაწევაზე ჩვენი ინტერესი გაიზრდება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მთავარი ფაქტორი, რომელიც ბარიერის დაწევაზე მსჯელობას დაედება საფუძვლად, არის დეპოლარიზაცია.

კობახიძის თქმით, საბოლოო ჯამში, ყველაფერი დამოკიდებული იქნება სწორედ პოლარიზაციის ხარისხზე.

„თუ დავინახავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს სურვილი, შემცირდეს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხი, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, გაიზრდება ჩვენი ინტერესი, დაბლა დავწიოთ ბარიერი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, მეტად უნდა გავუფრთხილდეთ სახელმწიფოებრივ სტაბილურობას, სისტემის სტაბილურობას და ასეთ დროს უფრო მაღალი ბარიერი არის მიზანშეწონილი. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც იქნება დამოკიდებული პოლარიზაციის ხარისხზე, რომელიც კონკრეტულ მომენტში იქნება მოცემული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.