ირაკლი კობახიძე - სოსო თოფურიძის მიერ ხარჯთაღრიცხვის გამოქვეყნებით ნათელი გახდა, რამდენად ბევრი „შავი ფული“ იხარჯება „ნაცმოძრაობაში“
ირაკლი კობახიძე - სოსო თოფურიძის მიერ ხარჯთაღრიცხვის გამოქვეყნებით ნათელი გახდა, რამდენად ბევრი „შავი ფული“ იხარჯება „ნაცმოძრაობაში“

„ნაცმოძრაობის“ შიგნით პოლარიზაცია და დაპირისპირება გრძელდება, რაც ძალიან კარგია, რადგან მათ რიგებში რაც მეტი იქნება პოლარიზაცია, მით ნაკლები იქნება პოლარიზაცია მთლიანად პოლიტიკურ სისტემაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაპირისპირების გაგრძელებაა თოფურიძის განცხადებაც, რომელმაც გამოააშკარავა ნიკა მელიას დაფინანსება.

„შესაბამისად, კარგი იქნება, თუ მათთან ეს პროცესები გაგრძელდება. დაპირისპირების გაგრძელებაა თოფურიძის განცხადებაც, რომელმაც გამოააშკარავა ნიკა მელიას დაფინანსება. საინტერესო დეტალია, რომ მან ფაქტობრივად გამოააშკარავა „შავი ფულის“ ხარჯვა „ნაცმოძრაობის“ შიგნით. ეს 1.5 მლნ ლარი არ არის დეკლარირებული აუდიტის სამსახურის წინაშე, აშკარად პარტიაში „შავი ფული“ ტრიალებს, რაც ისედაც ვიცოდით, მაგრამ თოფურიძის ამ ხარჯთაღრიცხვის გამოქვეყნებით ნათელი გახდა, რამდენად ბევრი „შავი ფული“ იხარჯება „ნაცმოძრაობაში“.

პარტიაში არის პერსონალური კონფლიქტები, რომელსაც პოლიტიკური და კერძო ინტერესები აქვს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი, რაზეც ბრძოლა მიმდინარეობს, სააკაშვილისა და კეზერაშვილის „შავი ფულია“, რომელიც არის ნაძარცვი, სისხლიანი ფული, მათ საქართველოში მოიპარეს. არა მხოლოდ მოიპარეს, არამედ ეს ფული ყაჩაღურად აქვთ ნაშოვნი და ახლა ცდილობენ, ამ ფულის ინვესტირებას საქართველოში. ამ ფულის გარშემო მომდინარეობს ბრძოლა „ნაცმოძრაობის“ შიგნით. რეალურად, ისინი ბევრად მეტ „შავ ფულს“ ხარჯავენ, ვიდრე მიმდინარე ხარჯებია. „შავი ფული“ არასდროს უჭირდათ, რადგან ქვეყანა და ხალხი ცხრა წელი ძარცვეს. „შავი ფული“ ტრიალებს განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, თუმცა ამით წარმატებას მაინც ვერ აღწევენ, პირიქით, მათი დაპირისპირების გაღვივების საგანი ეს ფული გახდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო თოფურიძემ სოციალურ ქლეში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ოპოზიციის მიერ დიდი ოდენობით თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს. „ხელისუფლებაზე რაღა უნდა ვთქვა, ოპოზიციამ ხალხის ხარჯზე მოიწყო ცხოვრება, სად იყავით ოპოზიციის წევრები, ნიკა მელია ასეთ მაღალ ანაზღაურებას რომ ინიშნავდა“, – აცხადებს სოსო თოფურიძე.