ირაკლი კობახიძე - თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით საჯარო მოსამსახურეს ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ, მოსმენილის სწორად გააზრების პირობებში, პროტესტის განცდა არავის არ უნდა გასჩენოდა
ზოგადად, ჩვენ თითოეულ მოქალაქეს და განსაკუთრებით საჯარო მოსამსახურეს ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ბულგარეთში საქართველოს ელჩის მიერ თანამდებობის დატოვებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ერთობლივი განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსმენილის სწორად გააზრების პირობებში პროტესტის განცდა არავის არ უნდა გასჩენოდა.
„აქაც აშკარად იკვეთება წაკითხულის და მოსმენილის გააზრების პრობლემა. ვინმეს თუ აქვს ეს პრობლემა, ობიექტურად, პირადად მზად ვარ, განვუმარტო თითოეული საკითხი, რაზეც ვსაუბრობთ. მოსმენილის სწორად გააზრების პირობებში პროტესტის განცდა არავის არ უნდა გასჩენოდა“, – აღნიშნა კობახიძემ.