ირაკლი კობახიძე - ტექნიკური მთავრობა ხდება „ხუნტის“ მიერ გადატრიალების შემდეგ, სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა შექმნეს ტექნიკური მთავრობა, იმავეს გაკეთება უნდათ მაქარაშვილს, გიგაურსა და ლომჯარიას
ირაკლი კობახიძე - ტექნიკური მთავრობა ხდება „ხუნტის“ მიერ გადატრიალების შემდეგ, სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა შექმნეს ტექნიკური მთავრობა, იმავეს გაკეთება უნდათ მაქარაშვილს, გიგაურსა და ლომჯარიას

​ასეთი რაღაცები: ტექნიკური მთავრობა, ეროვნული თანხმობის მთავრობა და ა.შ. როგორც წესი, ხდება ხოლმე „ხუნტის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, დროებითი ტექნიკური მთავრობის დანიშვნა ნიშნავს, რომ ქვეყანა „სახალხო ლეგიტიმაციის არმქონე ხალხს ჩაბარდეს“.

„კონსტიტუციური წესრიგის მიხედვით, რაც საქართველოშია ჩამოყალიბებული, რაც არის კლასიკური საპარლამენტო მმართველობა, რაც მოქმედებს თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში, ყველა მინისტრი არის პოლიტიკოსი და მას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური და სახალხო ლეგიტიმაცია. ამ მთავრობაში მაგალითად, ლომჯარიას პრემიერობა, რაც მათ აქვთ წარმოდგენილი, რაზეც უკვე ჰქონდათ საუბარი „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს, ასევე მათი სატელიტების ლიდერებს, მათ შორის „სირცხვილიას“ ლიდერებს, ეს ნიშნავს, რომ სახალხო ლეგიტიმაციის არმქონე ხალხს უნდა ჩაბარდეს ქვეყანა. ეს არის პირდაპირი დარღვევა იმ კონსტიტუციური წესრიგის, რომელიც არის განმტკიცებული საქართველოს კონსტიტუციით.

ასეთი რაღაცები: ტექნიკური მთავრობა, ეროვნული თანხმობის მთავრობა და ა.შ. როგორც წესი, ხდება ხოლმე „ხუნტის“ მიერ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, აქაც ამჟღავნებენ საკუთარ განზრახვას. ჩვენ გვახსოვს ეს 1992 წელს, ვიდრე ჩატარდებოდა ახალი საპარლამენტო არჩევნები სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა შექმნეს ტექნიკური მთავრობა, ახლა იმავეს გაკეთება უნდათ მაქარაშვილს, გიგაურსა და ლომჯარიას. რა თქმა უნდა, იმ წარსულში ვერ დავბრუნდებით, რომელიც იყო 1992 წელს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.