ირაკლი კობახიძე - თეა წულუკიანს სწორად მიჰყავს საგამოძიებო კომისიის მუშაობა და ამით არიან გაღიზიანებული ის ძალები, რომლებიც წარსულში ჩადიოდნენ დანაშაულს საკუთარი ქვეყნის წინაშე
ირაკლი კობახიძე - თეა წულუკიანს სწორად მიჰყავს საგამოძიებო კომისიის მუშაობა და ამით არიან გაღიზიანებული ის ძალები, რომლებიც წარსულში ჩადიოდნენ დანაშაულს საკუთარი ქვეყნის წინაშე

თეა წულუკიანი არის საგამოძიებო კომისიის ძალიან კარგი თავმჯდომარე, სწორად მიჰყავს კომისიის მუშაობა და ამით არიან გაღიზიანებული ის ძალები, რომლებიც წარსულში ჩადიოდნენ დანაშაულს საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გუშინ თეა წულუკიანის სახლთან განვითარებული მოვლენები არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება და ასეთი პროცესები აჩვენებს იმას, რომ ოპოზიცია არის სრულიად სასოწარკვეთილი.

„ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება და ასეთი პროცესები აჩვენებს იმას, რომ ოპოზიცია არის სრულიად სასოწარკვეთილი. სხვანაირად ასეთი არაეფექტური და თან ფაშისტური ქმედებების განხორციელება არ აიხსნება. ასეთი ქმედებები არის განწირული წარუმატებლობისთვის. გაგრძელდება ყველა ის პროცესი, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებასთან, მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე, კომისიის საქმიანობაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელმაც უნდა განამტკიცოს საქართველოში დემოკრატიული სისტემა. აქ თეა წულუკიანის როლი არის საკვანძო, ის არის ძალიან კარგი თავმჯდომარე ამ კომისიის, ძალიან სწორად მიჰყავს კომისიის მუშაობა და ამით არიან გაღიზიანებული ის ძალები, რომლებიც წარსულში ჩადიოდნენ დანაშაულს საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე. ოპოზიცია არის სასოწარკვეთილი, მათი მეთოდები არის ფაშისტური და ამ ყველაფრის გამოვლინება იყო ის, რაც გუშინ ვიხილეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.