ირაკლი კობახიძე – თეა ახვლედიანი იყო გამორჩეული საქმის პროფესიონალურად შესრულებით, დარწმუნებული ვარ, შემდეგი ოთხი წელიც ძალიან წარმატებული იქნება

16:19, 28.11.2024

თეა ახვლედიანი იყო გამორჩეული იმ საქმის პროფესიონალურად განხორციელებით, რაც დაკავშირებულია მის ფუნქციებთან. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ოთხი წელიც თავის საქმიანობაში ძალიან წარმატებული იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, თეა ახვლედიანი ასევე სტაჟიანი წევრია სამთავრობო გუნდში, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებას ხელმძღვანელობს.

„მისი საქმიანობის თითოეული დღე იყო გამორჩეული პროფესიონალიზმით, პროფესიონალურად იმ საქმის განხორციელებით, რაც დაკავშირებულია მის ფუნქციებთან და დარწმუნებული ვარ, შემდეგი ოთხი წელიც თავის საქმიანობაში ძალიან წარმატებული იქნება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი