ირაკლი კობახიძე - სწორედ ინსტიტუტების დეპოლიტიზებას ვაკეთებთ, როდესაც კონკრეტულ სფეროებში პრაქტიკა უმჯობესდება, როდესაც ეფექტიანობის დეპარტამენტი აკონტროლებს ყველა უწყებას
სწორედ ინსტიტუტების დეპოლიტიზებას ვაკეთებთ, როდესაც კონკრეტულ სფეროებში პრაქტიკა უმჯობესდება, როდესაც ეფექტიანობის დეპარტამენტი მთავრობის ადმინისტრაციიდან აკონტროლებს ყველა უწყებას და მის გარეშე არ გადის არცერთი შესყიდვა და პრივატიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სხვა უწყებებიც ასე მუშაობენ და ერთმანეთს აკონტროლებენ შესაბამისი უწყებები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები კორუფციასთან ბრძოლაზე.
„რაც შეეხება ინსტიტუტების დეპოლიტიზებას, ზუსტად ამას ვაკეთებთ ჩვენ, როდესაც კონკრეტულ სფეროებში პრაქტიკა უმჯობესდება, როდესაც, მაგალითად, ეფექტიანობის დეპარტამენტი მთავრობის ადმინისტრაციიდან აკონტროლებს ყველა უწყებას და მის გარეშე არ გადის არცერთი შესყიდვა და პრივატიზაცია, ანტიკორუფციულ ფილტრს გადის ეფექტიანობის დეპარტამენტიდან. სხვა უწყებებიც ასე მუშაობენ და რაც მთავარია, ერთმანეთს აკონტროლებენ შესაბამისი უწყებები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები კორუფციასთან ბრძოლაზე. სწორედ ეს არის დეპოლიტიზაციის საუკეთესო ინსტრუმენტი, კარგი გაგებით“, – განაცხადა პრემიერმა.