ირაკლი კობახიძე - სრული მობილიზაციაა, რომ მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩატარდეს პრეზიდენტის ინაუგურაცია
ირაკლი კობახიძე - სრული მობილიზაციაა, რომ მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩატარდეს პრეზიდენტის ინაუგურაცია

სრული მობილიზაციაა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩავატაროთ ეს ღონისძიება,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ღონისძიებაზე დამსწრეთა სიაზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს.

„რამდენიმე პარლამენტის თავმჯდომარეს ჩამოსვლა უკვე დადასტურებული აქვს. გრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო წარმომადგენლობითი იყოს დამსწრე პირთა შემადგენლობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება სრული მობილიზაცია, რათა მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩავატაროთ ეს ღონისძიება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ

პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.