ირაკლი კობახიძე – სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების ბირთვი იქნება მთავარი ინსტრუმენტი იმისა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში გახდება შესაძლებელი სახელმძღვანელოების მომზადება

21:53, 19.10.2025

სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების ბირთვი იქნება მთავარი ინსტრუმენტი იმისა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში გახდება შესაძლებელი სახელმძღვანელოების მომზადება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როგორც კი ჩამოყალიბდება სწორი საკადრო პოლიტიკა და სწორი სისტემა, პროფესორ-მასწავლებლებს განესაზღვრებათ კონკრეტული ამოცანები.

„როგორც კი ჩამოყალიბდება სწორი საკადრო პოლიტიკა და სწორი სისტემა, მაშინვე პროფესორ-მასწავლებლებს განესაზღვრებათ ძალიან კონკრეტული ამოცანები, მათ შორის სახელმძღვანელოების მომზადების მიმართულებით; კვლევის, მეცნიერების მიმართულებით და ასევე სახელმძღვანელოების განვითარების მიმართულებით. სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების ბირთვი იქნება მთავარი ინსტრუმენტი იმისა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში გახდება შესაძლებელი სახელმძღვანელოების მომზადება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი