ირაკლი კობახიძე - სპეკულაციებზე კომენტარს არ გავაკეთებ, პატიმრების უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლები არიან შესაბამისი უწყებები და ეს ყველაფერი კეთდება უმაღლეს დონეზე
ირაკლი კობახიძე - სპეკულაციებზე კომენტარს არ გავაკეთებ, პატიმრების უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლები არიან შესაბამისი უწყებები და ეს ყველაფერი კეთდება უმაღლეს დონეზე

სპეკულაციებზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება კონკრეტული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის სასჯელაღსრულებისა და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების ფუნქცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უპასუხა კითხვას: „თუ კარგად არის ყველაფერი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება, რატომ არ მიეცა სასამართლოზე დასწრების უფლება? სააკაშვილის მხარდამჭერების თქმით, ხელისუფლებას საზოგადოების რეაქციის შეეშინდა“.

კობახიძის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური კომენტარები ვერ გაკეთდება.

„შესაბამის ზომებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებები და სამედიცინო დაწესებულებები. რაც შეეხება პატიმრების უფლებების დაცვას, ამასთან დაკავშირებით საქართველოში პასუხისმგებლები არიან შესაბამისი უწყებები. მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი კეთდება უმაღლეს დონეზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.