ირაკლი კობახიძე – სომხეთის თავდაცვის მინისტრთან განვიხილეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი, გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების გარემოს ცვლილებებზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, განიხილეს თავდაცვის სფეროში საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი.
„შევხვდი სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს. განვიხილეთ თავდაცვის სფეროში საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი და გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების გარემოს ცვლილებებთან დაკავშირებით“, – აღნიშავს პრემიერი.
Met with H.E. Suren Papikyan @papikyan_suren, Minister of Defence of the Republic of Armenia. We discussed advancing 🇬🇪–🇦🇲 defense cooperation and exchanged views on the evolving regional security environment. pic.twitter.com/U39lfhjb1s
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) April 23, 2026