ირაკლი კობახიძე სომხეთის შს მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, არპინე სარგსიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის საქართველოსა და სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული შეთანხმება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ხაზი გაესვა წარმატებით განხორციელებულ ერთობლივ ოპერაციებს ნარკოდანაშაულთსა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს.