ირაკლი კობახიძე – სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ურთიერთობების გაძლიერების გზები, დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი, სტაბილური სამხრეთ კავკასიის შესახებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
როგორც პრემიერი წერს, შეხვედრაზე სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების გზები განიხილეს.
„მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შევხვდი. ჩვენ განვიხილეთ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების გზები და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საერთო ხედვა მშვიდობიანი, სტაბილური და უფრო მეტად დაკავშირებული სამხრეთ კავკასიის შესახებ“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
Glad to meet Minister of Foreign Affairs of the Republic of Armenia, @AraratMirzoyan. We discussed ways to further strengthen 🇬🇪-🇦🇲 relations and reaffirmed our shared vision for a peaceful, stable, and more connected South Caucasus. pic.twitter.com/w5uHNNcqJm
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) November 14, 2025