ირაკლი კობახიძე - სომხეთი და აზერბაიჯანი შარმ ელ-შეიხში მშვიდობის ფორუმს ერთადერთი ნიშნით ესწრებიან, მათ ჰქონდათ ომი, შეგვეძლო, ჩვენც გვეომა და დაგვპატიჟებდნენ, მაგრამ არ ვიომეთ
ირაკლი კობახიძე - სომხეთი და აზერბაიჯანი შარმ ელ-შეიხში მშვიდობის ფორუმს ერთადერთი ნიშნით ესწრებიან, მათ ჰქონდათ ომი, შეგვეძლო, ჩვენც გვეომა და დაგვპატიჟებდნენ, მაგრამ არ ვიომეთ

სომხეთი და აზერბაიჯანი შარმ ელ-შეიხში მშვიდობის ფორუმს ერთადერთი ნიშნით ესწრებიან, რომ მათ ჰქონდათ ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტმა კობახიძეს კითხვა დაუსვა: „შარმ ელ-შეიხში იმართება მშვიდობის სამიტი, სადაც არიან ჩვენი რეგიონის წარმომადგენლები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. თქვენ რატომ არ მიგიწვიეს?“

„ერთადერთი ნიშნით ესწრებიან სომხეთი და აზერბაიჯანი მშვიდობის ამ ფორუმს, რომ მათ ჰქონდათ ომი ერთმანეთში. შეგვეძლო, ჩვენც გვეომა და დაგვპატიჟებდნენ, მაგრამ არ ვიომეთ. ეს არის მარტივი პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.