ირაკლი კობახიძე – სოლიდარობას ვუცხადებთ ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით, თანავუგრძნობთ ავტომაგისტრალზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს

19:05, 11.11.2026

საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„გულწრფელად თანავუგრძნობთ ავტომაგისტრალზე მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი