ირაკლი კობახიძე სინგაპურის პარლამენტის სპიკერს შეხვდა

11:59, 23.07.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სინგაპურის პარლამენტის სპიკერს, სია კიან პენგს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კობახიძემ სინგაპურის პარლამენტის სპიკერს ქართული დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ მრავალწლიან პარტნიორობას.

მათივე ცნობით, აღინიშნა საქართველოსა და სინგაპურის საკანონმდებლო ორგანოების აქტიური თანამშრომლობა და პარლამენტთაშორისი ურთიერთობების განვითარების დადებითი დინამიკა.

„ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურებისა და სექტორული კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში კონსტრუქციულ თანამშრომლობას“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრმა სინგაპურის პარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

მსგავსი