ირაკლი კობახიძე - სიმბოლოები​, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეც, თანხვედრაში უნდა იყოს უფლებამოსილებებთან
ირაკლი კობახიძე - სიმბოლოები​, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეც, თანხვედრაში უნდა იყოს უფლებამოსილებებთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტის სამუშაო ადგილზე გადაწყვეტილება ინსტიტუციებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობით უნდა იქნას მიღებული.

რაც შეეხება ავლაბრის სასახლეს, პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შენობის მასშტაბები პრეზიდენტის უფლებამოსილებებს უნდა შეესაბამებოდეს.

„მთავარი პრინციპი, კრიტერიუმი არის ის, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებებს უნდა შეესაბამებოდეს მისი სასახლე. ნებისმიერი სასახლე, ნებისმიერ შენობა, რომელიც აქვს დათმობილი კონკრეტულ ინსტიტუტს, არის სიმბოლო და ეს სიმბოლოც ბევრ რამეს განაპირობებს. როცა საუბარი მქონდა ილუზიებზე, რომელიც არის შექმნილი პრეზიდენტის ინსტიტუტის გარშემო, ერთ-ერთი ამის განმაპირობებელი არის პრეზიდენტის სასახლეც. ანუ როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც არის უფრო ფართო. იქმნება ერთგვარი ილუზიები ამ სიმბოლოებით, აქედან გამომდინარეც არის მნიშვნელოვანია, რომ სიმბოლოები​ თანხვედრაში იყოს უფლებამოსილებებთან, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეც”,  – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.