ირაკლი კობახიძე - შიდაპარტიულ დემოკრატიაზე ღონისძიებას ატარებს ორგანიზაცია, რომელსაც 13 წელია, ეკა გიგაური ხელმძღვანელობს, ბრეჟნევის შემდეგ ამხელა სტაჟი საქართველოში არავის ჰქონია
ირაკლი კობახიძე - შიდაპარტიულ დემოკრატიაზე ღონისძიებას ატარებს ორგანიზაცია, რომელსაც 13 წელია, ეკა გიგაური ხელმძღვანელობს, ბრეჟნევის შემდეგ ამხელა სტაჟი საქართველოში არავის ჰქონია

საინტერესო დეტალია, რომ ეს კონფერენცია თუ ღონისძიება ეძღვნება შიდაპარტიულ დემოკრატიას და ამას ატარებს ორგანიზაცია, რომელსაც 13 წელია, ერთი და იგივე თავმჯდომარე ჰყავს. ბრეჟნევის შემდეგ ხელმძღვანელობის ამხელა სტაჟი საქართველოში არავის ჰქონია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამართულ დისკუსიაზე, რომელიც საქართველოში შიდაპარტიულ დემოკრატიას ეხებოდა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასაოცარია, როცა ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები შიდაპარტიულ დემოკრატიაზე საუბრობენ.

„რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს. ბევრი დასავლური ქვეყანაა, სადაც შიდაპარტიული დემოკრატიის ხარისხი ბევრად უფრო მაღალია, რასაც სხვადასხვა მიზეზი აქვს. თავის დროზე ამაზე დისერტაცია მაქვს დაცული. გამოწვევები არსებობს და დრო დასჭირდება იმ სტანდარტების მიღწევას, რაც ნამდვილ ევროპულ განვითარებულ ქვეყნებშია. ამას სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზი აქვს და შიდაპარტიული დემოკრატია დროთა განმავლობაში დაიხვეწება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.