ირაკლი კობახიძე - შევხვდი ტაჯიკეთის პრეზიდენტს, პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე
ირაკლი კობახიძე - შევხვდი ტაჯიკეთის პრეზიდენტს, პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს, ემომალი რახმონს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

კობახიძე აღნიშნავს, რომ მხარეებმა დელეგაციებთან ერთად განიხილეს ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები.

„დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება ორმხრივი ურთიერთობების, უფრო მჭიდრო პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიმართ“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.