ირაკლი კობახიძე - შეურაცხყოფით გამორჩეულ ადამიანს როდესაც იწვევ ეთერში, ეს ნიშნავს ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენას მისი და მისი განცხადებების მიმართ
ირაკლი კობახიძე - შეურაცხყოფით გამორჩეულ ადამიანს როდესაც იწვევ ეთერში, ეს ნიშნავს ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენას მისი და მისი განცხადებების მიმართ

ასეთი შეურაცხყოფით გამორჩეულ ადამიანს როდესაც იწვევ ეთერში, ნიშნავს ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენას მისი და მისი განცხადებების მიმართ. ეს ძალიან კარგია იმისათვის, რომ საზოგადოებამ ამ კონკრეტული ტელევიზიების სახე კარგად დაინახოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პეტრე ცაავას განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

პრემიერის თქმით, მცდელობაა, ზიანი მიაყენონ მართლმადიდებელ ეკლესიას და ეს ინტერვიუც ამის გამოხატულება იყო.

„გახსოვთ, თავის დროზე ეს ადამიანი როგორი შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოვიდა. ამის შემდეგ ეს ადამიანი გახდა კონკრეტული ტელევიზიების ყველაზე პატივსაცემი რესპონდენტი. ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას და მათ დავალებას. ყველანაირად უნდა სცადონ ზიანის მიყენება მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. ეს ინტერვიუც ამის გამოხატულება იყო. ასეთ ადამიანს, ასეთი შეურაცხყოფით გამორჩეულ ადამიანს როდესაც იწვევ შენს ეთერში, ნიშნავს ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენას მისი და მისი განცხადებების მიმართ. ეს ძალიან კარგია იმისათვის, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახოს ამ კონკრეტული ტელევიზიების სახე. ისინი უარს ამბობენ ყოველგვარ ეროვნულზე, ებრძვიან ქვეყანას, ეკლესიას. ეს ინტერვიუც ამის მორიგი გამოხატულება იყო. მას არაფერი შეიძლება ეწოდოს, თუ არა მორიგი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიეკლესიური აქტი“, – განაცხადა პრემიერმა.